loader

ჩინეთს უდიდესი კომპანიები ტოვებენ - რა შესაძლებლობებს უხსნის სავაჭრო ომი და კორონავირუსთან დაკავშირებული კრიზისი საქართველოს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩინეთს უდიდესი კომპანიები ტოვებენ - რა შესაძლებლობებს უხსნის სავაჭრო ომი და კორონავირუსთან დაკავშირებული კრიზისი საქართველოს

სავაჭრო ომი, კორონავირუსთან დაკავშირებული კრიზისი, შეერთებული შტატების მხრიდან ჩინეთიდან იმპორტზე გაზრდილი ტარიფები. ახალმა მოცემულობამ ახალი შესაძლებლობები და გამოწვევები გააჩინა.
ხარისხის კონტროლისა და მიწოდების ქსელის აუდიტორის QIMA კვლევებზე დაყრდნობით, "ფორბსი" წერს, რომ ამერიკული კომპანიების 80 და ევროპული კომპანიების 67 პროცენტი განიხილავს ჩინეთის დატოვებას. სავაჭრო ომისგან ევროპული კომპანიები ნაკლებად დაზარალდნენ, ევროპულ ქვეყნებს ჩინურ იმპორტზე ტარიფები არ გაუზრდიათ, მაგრამ სხვა კომპანიების მსგავსად განიხილავენ ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირებას და ბაზრის სამხრეთ- აღმოსავლეთ აზიაში დივერსიფიკაციას ცდილობენ. მაგალითად, ინდოეთთან მოლაპარაკებებს ბევრი კომპანია აწარმოებს. ინდოეთის ხელისუფლება გეგმავს, გამოყოს მიწის ნაკვეთები კომპანიებისთვის, რომლებიც ჩინეთის დატოვებას აპირებენ. გამოყოფილი ტერიტორიის საერთო მოცულობა ლუქსემბურგის სახელმწიფოს ორჯერ აღემატება. აღნიშნულ პროცესებში ჩართულია ვიეტნამი, კამბოჯა, ინდონეზია და რეგიონის სხვა ქვეყნებიც.
ევროპული კომპანიების მხრიდან ასევე განიხილება ბიზნესის საკუთარ ან გეოგრაფიულად უფრო ახლოს მდებარე ქვეყნებში გადატანა. გლობალური მიწოდების ჯაჭვის მიმდინარე დივერსიფიკაცია ქმნის ახალ შესაძლებლობებს განვითარებადი ქვეყნებისთვის. რა ადგილის დაკავება შეუძლია საქართველოს ამ პროცესებში?