loader

ქართული პოლიტიკური პროცესი ქუჩის აქციების გარეშე - რა გეგმები აქვს "სირცხვილიას", "გაბედეს", "შეცვალეს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართული პოლიტიკური პროცესი ქუჩის აქციების გარეშე - რა გეგმები აქვს "სირცხვილიას", "გაბედეს", "შეცვალეს"

2019 წლის 20 ივნისის შემდეგ დაწყებული ქუჩის საპროტესტო აქციები თბილისში რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა. ხანგრძლივმა საპროტესტო ტალღამ დიდი გავლენა მოახდინა საარჩევნო მოდელის ფორმირებაზე. საგანგებო მდგომარეობის ფონზე, ქუჩის პროტესტი გაჩერდა, თუმცა, შეზღუდვების თანდათანობითი შემსუბუქების ფონზე, საინტერესოა, აქვთ თუ არა ანალოგიური გეგმები აქციების ორგანიზატორ მოძრაობებს, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ საპროტესტო მოძრაობის მთავარი მონაპოვარი - არჩევნების ახალი წესით ჩატარების შესაძლებლობა, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შემდეგ ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
მოძრაობები „სირცხვილია“, „შეცვალე“ და „გაბედე“ მსგავს, თუმცა გარკვეულწილად, მაინც განსხვავებულ პოზიციებს აფიქსირებენ.
მათში პროტესტს, ძირითადად, ის იწვევს, რომ 8 მარტის შეთანხმების შესრულების საკითხი ჯერჯერობით გადაუწყვეტელია, თუმცა, „სირცხვილიას“ პოზიციით, წინასაარჩევნოდ პროტესტის კიდევ ერთი საფუძველი შეიძლება ისიც გახდეს, რომ ხელისუფლება მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისა და სიდუხჭირის პრობლემის გადაჭრას ვერ ახერხებს.
მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტის, ნოდარ რუხაძის თქმით, ბრძოლა საარჩევნო სისტემის ცვლილებისთვის აუცილებლად გაგრძელდება.


ავტორი: ეკა აბაშიძე, Palitravideo.ge