loader

პასუხი ანტივაქსერებს: რატომ არის მნიშვნელოვანი ვაქცინა და რატომ არ უნდა გვეშინოდეს აცრის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პასუხი ანტივაქსერებს: რატომ არის მნიშვნელოვანი ვაქცინა და რატომ არ უნდა გვეშინოდეს აცრის

ბევრს საუბრობენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე, მის შექმნის თარიღზე. ოქსფორდის მეცნიერები ვაქცინის შექმნის თარიღად სექტემბერს ასახელებენ, ხოლო იაპონელ მეცნიერებს სწამთ, რომ ვაქცინა ივლისისთვის უკვე შექმნილი იქნება.
ვაქცინას ბევრი კრიტიკოსიც ჰყავს, მის ეფექტურობას ეჭვქვეშ აყენებს და მეტიც, ჯერ არშექმნილ ვაქცინას, რომელზეც მილიარდობით თანხა იხარჯება და მის შესაქმნელად მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერები მუშაობენ, რომელთა მუშაობის შედეგს მთელი მსოფლიო ელის, ანტივაქსერები შიშით უყურებენ. ე.წ. ანტივაქსერების მოძრაობა არსებობს იმდენი ხანი, რამდენი ხანიც ზოგადად, ვაქცინები არსებობს. თუმცა ყველაზე დიდი ტალღა სათავეს 90-იანი წლებიდან, ენდრიუ ვეიქფილდის მიერ ჩატარებული კვლევებიდან იღებს. ვეიქფილდი ამტკიცებდა, რომ 12 ბავშვზე ჩატარებული კვლევის თანახმად, ვაქცინას აუტიზმთან გარკვეული კავშირი ჰქონდა. თუმცა ბევრი მეცნიერი ვეიქფილდის მტკიცებულებაში ფინანსურ სარგებელს უფრო ხედავს და ამ თეორიას აზრს მოკლებულსაც კი უწოდებენ.