"მთელი კორპუსი ზანზარებდა, ხმაურს რომ თავი დავანებოთ" - როგორია ღამე ჭავჭავაძეზე, როდესაც იქ მცხოვრებლებს დაძინება უნდათ
ვიდეო, ტექსტი: დავით ჯანდიერი, იურისტი. წყარო - "ფეისბუქი":
"უბრალო დისკომფორტის გამო არ დავწერდი. ჭავჭავაძის გამზირზე შარშან ივნისში დაიწყეს სარეაბილიტაციო სამუშაოები. წარმოუდგენელია, რომ ხელისუფლება ვერ ასხვავებდეს ერთმანეთისგან საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ზონას. მაშინ, როცა დღის განმავლობაში ხან მუშაობდნენ და ხან არა, მთელი ზაფხულის განმავლობაში, ღამით ამუშავებდნენ ისეთ ტექნიკას, რომელიც დიდ ვიბრაციას იწვევდა, რის გამოც რამდენიმე საათით ძილის შესაძლებლობაც არ იყო, იმიტომ, რომ მთელი კორპუსი ზანზარებდა, ხმაურს რომ თავი დავანებოთ. მთელი ზაფხული გრძელდებოდა ეს სიტუაცია. არაერთხელ დავრეკეთ კორპუსის მცხოვრებლებმა. არც ერთხელ არ გაითვალისწინეს. გვეუბნებოდნენ, რომ რამდენიმე თვეში ყველაფერი დასრულდებოდა. მას მერე უკვე ერთი წელი გავიდა.
გუშინ, იცით, რომ ხელახლა აყარეს და ბურღეს ქუჩა, სადაც კი შეეძლოთ. ახლა ამ საათებში დიდ სანიაღვრე თუ საკანალიზაციო ბეტონის მილებს ხერხავენ და საშენ მასალას ღია სივრცეში ამუშავებენ. ჰაერში იფრქვევა აუარება მტვერი, არის ხმაური, მძიმე ტექნიკის გაუთავებელი მიმოსვლა. თვითონ მუშებსაც არ უკეთიათ პირბადეები. როდემდე შეიძლება ეს განუკითხაობა გაგრძელდეს აქ, არ ვიცი".