loader

რა წესების დაცვა მოუწევთ სილამაზის სალონების მომხმარებლებს ორშაბათიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა წესების დაცვა მოუწევთ სილამაზის სალონების მომხმარებლებს ორშაბათიდან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სილამაზის სალონებში, რომლებიც 18 მაისიდან გაიხსნება, იქნება ელექტრონული რიგი, სოციალური დისტანცია და ნაკლები ადამიანი. ამის შესახებ თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც თურნავამ აღნიშნა, სილამაზის სალონებში სულ სხვა პრინციპებზე აწყობილი პროცედურები იქნება, რასაც თავად ეს ბიზნესი პასუხისმგებლობით მოეკიდა.