loader

"მე ვარ ანა. გოგონა, რომელმაც მემორიალზე იცეკვა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე ვარ ანა. გოგონა, რომელმაც მემორიალზე იცეკვა"

2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სამართალდამცველების მიერ თბილისის კლუბებში  ჩატარებული სპეცოპერაციის საპასუხოდ, პარლამენტის შენობასთან ახალგაზრდების ხალხმრავალი საპროტესტო აქცია გაიმართა. "We dance together, We fight together" - ამ სლოგანით  გაერთიანებული აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ პროტესტს ცეკვითაც გამოხატავდნენ

აქციის აქტივისტებიდან საზოგადოებას ანა სუბელიანის მიერ 9 აპრილის  მემორიალზე შესრულებული ცეკვა დაამახსოვრდა.  
მოვლენებიდან 2 წლის შემდეგ ანა სუბელიანი New Media Advocacy Project-ის მიერ მომზადებულ ვიდეოში საპროტესტო დღეებს იხსენებს. 

ვიდეო დამზადებულია New Media Advocacy Project-ის Rights Refraimed პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს გადაიაზროს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ვიზუალური კონტენტის ფორმები. პროექტი აქტივისტებისთვის პოსტსაბჭოთა სივრცეში განხორციელდა საერთაშორისო ორგანიზაცია IPHR - International Partnership for Human Rights-ის მხარდაჭერით.

ორიგინალური მუსიკის ავტორი: Men In Pain


რეჟისორი: ეკა წოწორია