loader

უნდა გვეშინოდეს თუ არა ზღვაში ბანაობის - რა წერია სამეცნიერო კვლევებში და რას ამბობს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უნდა გვეშინოდეს თუ არა ზღვაში ბანაობის - რა წერია სამეცნიერო კვლევებში და რას ამბობს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო

ამინდის გაუმჯობესების პარალელურად, ბევრი ქვეყანა, მათ შორის, აშშ-ის რამდენიმე შტატი პლაჟების გახსნას აპირებს, რაც თავის მხრივ, აჩენს კითხვას - რამდენად უსაფრთხოა საცურაოდ წასვლა ისე, რომ ახალი კორონავირუსით არ დავინფიცირდეთ.
არიზონის წყლისა და ენერგიის მდგრადი ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ხელმძღვანელის, იან პეპერის თქმით, კორონავირუსის სხვა სახეობებს, ისეთს, როგორიც SARS-ია, შეუძლია 12 დღე გაძლოს ოთახის ტემპერატურის მქონე ონკანის წყალში, 2-3 დღე - ჩამდინარე წყლებში (იგივე კანალიზაციაში) და უფრო დიდხანს ცივ ტემპერატურაზე.
შესაბამისად, სხვა კორონავირუსების წყლის ზედაპირზე გაჩერებამ აიძულა აშშ, ჩამდინარე წყლებზე მონიტორინგი ჩაეტარებინა, რათა დაეფიქსირებინათ ახალი კორონავირუსის იქ წარმოქმნის საშიშროება.