loader

ვინ იბრძოლებს ივანიშვილის სახელით 2020-ის არჩევნებზე: სახელდება რამდენიმე ცნობილი პირი, ვინც შესაძლოა, "ოცნების" სიაში ვიხილოთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ იბრძოლებს ივანიშვილის სახელით 2020-ის არჩევნებზე: სახელდება რამდენიმე ცნობილი პირი, ვინც შესაძლოა, "ოცნების" სიაში ვიხილოთ

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ საბოლოოდ ისიც კი არ ვიცით, მომავალი საპარლამენტო არჩევნები როგორი საარჩევნო სისტემით ჩატარდება, ანუ მოესწრება თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება, პოლიტიკურ პარტიებს უკვე დაწყებული აქვთ მუშაობა საარჩევნო სიებზე. განსაკუთრებული მოლოდინია იმისა, თუ "ქართული ოცნება" ვის წარუდგენს ამომრჩეველს და რამდენად მოახერხებს გუნდის მნიშვნელოვან გადახალისებას.

დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, წესით, სიაზე, გუნდის 2 გამოკვეთილი ლიდერი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და თბილისის მერი კახა კალაძე უნდა ფიქრობდნენ, თუმცა ისიც ცხადია, რომ საბოლოოდ სიის ფორმირება, რა თქმა უნდა, პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტი იქნება. აქვე გასათვალისწინებელია ხელისუფლების შიგნით არსებულ დაფარული პროცესები, რაც რიგ შემთხვევაში ძალოვანებს და მათ პოლიტიკურ ამბიციებს უკავშირდება.