loader

რა საფრთხის ქვეშ დააყენა საქართველო ერთი შეხედვით უწყინარმა Tik-Tok-მა, რომელსაც ბევრი ჩვენგანი მოიხმარს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა საფრთხის ქვეშ დააყენა საქართველო ერთი შეხედვით უწყინარმა Tik-Tok-მა, რომელსაც ბევრი ჩვენგანი მოიხმარს

"ტიკ-ტოკის" სოციალური ქსელი, რომელსაც ბოლო მონაცემებით, 800 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ცალკე ქვეყნებად მოიხსენიებს.

სათუოა, რამდენად ატარებს ეს ხარვეზი პოლიტიკურ სარჩულს, თუმცა, დაახლოებით, 1 კვირაა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ პრობლემის გამოსწორებაზე მუშაობს. ტერიტორიები კი დღემდე ცალკე სახელმწიფოების ჩამონათვალში იკავებს ადგილს.

რა მიზანი აქვს და რამდენად დამაზიანებელია ქვეყნის იმიჯისთვის ოკუპირებული ტერიტორიების ცალკე ერთეულებად მოხსენიება, ამ კითხვით ჩვენ კონფლიქტოლოგ გიორგი კანაშვილს მივმართეთ. მისი თქმით, ზოგიერთი ოკუპირებული წარმონაქმნი მსგავს შემთხვევებს სათავისოდ იყენებს, რათა საერთაშორისო ასპარეზზე სუვერენულ რესპუბლიკად დაფიქსირდეს.