loader

რამდენად უსაფრთხოა კორონავირუსის დროს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა და როგორ უნდა დავიცვათ უსაფრთხოების ზომები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენად უსაფრთხოა კორონავირუსის დროს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა და როგორ უნდა დავიცვათ უსაფრთხოების ზომები

კორონავირუსის შეკავების მიზნით დაწესებული ცვლილებების შემსუბუქების ფონზე, სხვადასხვა ქვეყანაში მოქალაქეები სამსახურებს უბრუნდებიან. მთავრობები მათ ოფისებამდე მისვლას ფეხით, ველოსიპედით, ან საკუთარი ავტომობილით ურჩევენ.

მიუხედავად იმისა, რომ სასურველია, ადამიანებმა საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას თავი აარიდონ, მათი დიდი ნაწილი ამას ვერ მოახერხებს.

რამდენად უსაფრთხოა მატარებელი და ავტობუსი? ტრანსპორტში ინფიცირების რისკი ძირითადად იმასთანაა დაკავშირებული, თუ რამდენადაა ის გადავსებული და არის თუ არა შესაძლებელი, დაცული იყოს დისტანცია. ეს სადგურებსა და გაჩერებებსაც ეხება.




ავტორი: ეკა აბაშიძე