loader

რაში ადანაშაულებს აშშ ჯანმოსა და ჩინეთს - ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადებები და გადაწყვეტილებები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ასამბლეიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რაში ადანაშაულებს აშშ ჯანმოსა და ჩინეთს - ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადებები და გადაწყვეტილებები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ასამბლეიდან

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 73-ე ასამბლეა ვირტუალურ რეჟიმში მიმდინარეობს. ასამბლეაში ორგანიზაციის 194 წევრი მონაწილეობს. თუ გავითვალისწინებთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ირგვლივ მიმდინარე პროცესებსა და ბრალდებებს, ეს ასამბლეა ორგანიზაციის არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია და ის, რა თქმა უნდა, კოვიდ-19-ის პანდემიას მიეძღვნა.

120-ზე მეტი ქვეყანა თანხმდება, რომ ვირუსის წარმომავლობის დასადგენად საერთაშორისო გამოძიების ჩატარებაა საჭირო, თუმცა განსხვავებული მოსაზრებები აქვთ ჩინეთსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას.

განსაკუთრებული მოლოდინი ახლდა ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინ პინის გამოსვლას, რომელმაც განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლების მიერ მოწოდებული ინფორმაცია მაქსიმალურად სანდო და გამჭვირვალე იყო და კონფერენციის მონაწილეებს პანდემიის კონტროლის ქვეშ აყვანამდე ყველა სახის გამოძიების გადადებისკენ მოუწოდა. მან დაამატა, რომ ჩინეთი 2 წლის განმავლობაში იმ ქვეყნებს, რომლებიც კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზიანდა, 2 მილიარდი დოლარით დაეხმარება.