loader

ოჯახი ცდილობდა პაციენტი გადმოეყვანა კონტროლირებად ტერიტორიაზე, რაც არ მოხერხდა, რეალურად დაგვიანდა - ციხელაშვილი 63 წლის ახალგორელი მამაკაცის გარდაცვალებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოჯახი ცდილობდა პაციენტი გადმოეყვანა კონტროლირებად ტერიტორიაზე, რაც არ მოხერხდა, რეალურად დაგვიანდა - ციხელაშვილი 63 წლის ახალგორელი მამაკაცის გარდაცვალებაზე

საუბედუროდ, ეს არის მორიგი მსხვერპლი იმ ძალიან არაადამიანური და არალეგალური შეზღუდვებისა, რომლებიც აქვს მოსახლეობას ცხინვალის რეგიონში იზოლაციის პირობებში, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები 63 წლის მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გუშინ წითელი ჯვრის მეშვეობით გადმოიყვანეს.