loader

"ფეისბუქმა" Messenger Rooms დაამატა - რა ფუნქციები აქვს მას და როგორია გამოყენების ინსტრუქცია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ფეისბუქმა" Messenger Rooms დაამატა - რა ფუნქციები აქვს მას და როგორია გამოყენების ინსტრუქცია

ვიდეოზარები ე.წ. ლოქდაუნის დროს განსაკუთრებით პოპულარული გახდა. Zoom-მა, Microsoft teams-მა და Google Meet-მა დისტანციურად მომუშავე ადამიანებს გაუადვილა დამსაქმებლებთან თუ დასაქმებულებთან საუბარი. ამ აპლიკაციებს აქტიურად იყენებენ, აგრეთვე, საგანმანათლებლო დაწესებულებაშიც და უბრალოდ განსატვირთადაც. ზემოთ ჩამოთვლილ აპლიკაციებზე პოპულარობის გაზრდის კვალდაკვალ, "ფეისბუქმა" ჯერ კიდევ აპრილში ვიდეოზარების ახალი სერვისი Messenger Rooms-ი წარმოადგინა.

გასულ 24 საათში "ფეისბუქმომხმარებლებმა" თავიანთ აპლიკაციაში სიახლე შენიშნეს. ეს სერვისი უკვე ბევრ ჩვენგანს დაემატა. მისი ფუნქციონალი საკმაოდ მრავალფეროვანია და "ფეისბუქის" დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა მისი მოხმარების შესახებ სასწავლო ვიდეოც გამოაქვეყნა.

საინტერესოა, რას მოიცავს messenger rooms-ი, როგორია მისი გამოყენების ინსტრუქცია? დავიწყოთ იმით, რომ აპლიკაცია გვაძლევს საშუალებას, შეუზღუდავი დროით 50-მდე ადამიანს ვესაუბროთ ვიდეოქოლის მეშვეობით.

ყველაზე საინტერესო ამ აპლიკაციაში კი, ალბათ, ის არის, რომ ამ სერვისით სარგებლობა შეუძლია ყველას, ისეთებს, ვისაც არა მხოლოდ "ფეისბუქი", არამედ არც კომპანიაში შემავალი სხვა აპლიკაციების ("ინსტაგრამი", "ვოტსაპი") ანგარიშები აქვთ. თქვენ უბრალოდ უგზავნით ვიდეოზარის ბმულს მას ან მათ, ვისაც გსურთ, რომ დაუკავშირდეთ.