loader

რას ნიშნავს "ღია ცის შეთანხმება", რომელსაც აშშ ტოვებს და რა კავშირშია ამ გადაწყვეტილებასთან რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის საკითხი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ნიშნავს "ღია ცის შეთანხმება", რომელსაც აშშ ტოვებს და რა კავშირშია ამ გადაწყვეტილებასთან რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის საკითხი

შეერთებულმა შტატებმა პარტნიორ ქვეყნებს დღეს "ღია ცის შეთანხმების" დატოვების შესახებ შეატყობინა.

შეთანხმება "ღია ცის შესახებ" ვენის დოკუმენტთან ერთად შეიარაღებაზე კონტროლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რაც უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით არსებობს. შეთანხმება მონაწილე ქვეყნებს ერთმანეთის ტერიტორიებზე ფრენების განხორციელების საშუალებას აძლევს. ფრენების მიზანია დაკვირვება და ეჭვების გაფანტვა. ხდება ტერიტორიების დაზვერვა. შეთანხმების მონაწილე 35 სახელმწიფოა, მათ შორის, საქართველოც.

შეერთებული შტატების მიერ შეთანხმების დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება 6 თვეში შევა ძალაში. ამის თაობაზე სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებაშია ნათქვამი.