loader

ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც მგზავრებმა საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის დროს უნდა გაითვალისწინონ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც მგზავრებმა საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის დროს უნდა გაითვალისწინონ

საქართველოში ყველა სახის მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა. მათ შორის, მუშაობს თბილისის მეტროც. საზოგადოებრივი ტრანსპორტი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში დადგენილი წესებით იმუშავებს.

ტრანსპორტში სავალდებულოა მგზავრობის დროს პირბადის ტარება. როგორც თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში არ იმუშავებს კონდიციონერი, რადგან ვირუსის გავრცელებისთვის ერთ-ერთი საფრთხეა.

კახა კალაძის თქმით, ტრანსპორტს სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა, რაც ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება.