loader

რა წესები უნდა დავიცვათ, თუ აქტიური სქესობრივი ცხოვრებით ვცხოვრობთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა წესები უნდა დავიცვათ, თუ აქტიური სქესობრივი ცხოვრებით ვცხოვრობთ

"წყვილებს სექსის დროს ნიღბები უნდა ეკეთოთ" - აცხადებენ ექსპერტები. ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარების თქმით, სექსი შესაძლოა ვირუსის გამავრცელებელი გახდეს. სწორედ ამიტომ, წყვილებს შხაპის ერთად მიღებისა და კოცნისგან თავის შეკავებას, სექსის დროს კი ნიღბის ტარებას ურჩევენ.

ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა სხვადასხვა სცენარიც კი დაგვიხატეს, თუ როგორ შეიძლება სექსის დროს კორონავირუსით დავინფიცირდეთ.

თავის შეკავება და მასტურბაცია მკვლევარების მიერ შეფასდა, როგორც ყველაზე დაბალი რისკის მქონე სექსუალური აქტივობები, მაშინ, როდესაც პარტნიორთან დარჩენა, თანაცხოვრება და აქტიური სექსუალური ცხოვრების ქონა მაღალ რისკადაა შეფასებული.

მათივე თქმით, თუკი ადამიანს უჭირს თავის შეკავება, მაშინ გარკვეული წესებიც უნდა დაიცვას.