loader

რა იციან ადგილობრივებმა ქუთაისში მომხდარ სროლაზე, რომელიც მეეზოვესა და ადგილობრივ ბიზნესმენს შორის დაპირისპირებას მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა იციან ადგილობრივებმა ქუთაისში მომხდარ სროლაზე, რომელიც მეეზოვესა და ადგილობრივ ბიზნესმენს შორის დაპირისპირებას მოჰყვა

ქუთაისის ცენტრში სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, გუშინ 26 მაისის ქუჩაზე დაპირისპირება მეეზოვესა და ადგილობრივ ბიზნესმენს შორის დაიწყო.

თვითმხილველების თქმით, ბიზნესმენი საკუთარი სახლიდან გადიოდა, რა დროსაც მეეზოვის ნივთი დაზიანდა. სიტყვიერი დაპირისპირება მალე დასრულდა, თუმცა, მათი ინფორმაციით, მეორე დღეს მეეზოვის ახლობლები ბიზნესმენთან მივიდნენ, რასაც კამათი და ბიზნესმენის მხრიდან ჰაერში გასროლა მოჰყვა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ შესულა შინაგან საქმეთა სამინისტროში და გამოძიება არ დაწყებულა.