loader

გაიგეთ, რამდენლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს მოქალაქეს პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გაიგეთ, რამდენლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს მოქალაქეს პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის შესაძლოა, ჯარიმა არა 50 ლარის, არამედ 20-30 ლარის ოდენობით განისაზღვროს. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ეს იქნება ფიქსირებული თანხა, 20, 25 ან 30 ლარის ოდენობით. მისი თქმით, საჭიროა დეტალური, რაციონალური სანქციების შემოღება, რომლებიც საზოგადოებას მძიმე ტვირთად არ დააწვება.