loader

რეპორტაჟი თბილისის ყველაზე პოპულარული მეორადების მაღაზიებიდან: რატომ გაიზარდა ფასები და შეიცავს თუ არა მეორადი სამოსი COVID-19-ის გადადების რისკს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რეპორტაჟი თბილისის ყველაზე პოპულარული მეორადების მაღაზიებიდან: რატომ გაიზარდა ფასები და შეიცავს თუ არა მეორადი სამოსი COVID-19-ის გადადების რისკს

1-ლი ივნისიდან ღია კაფეები, ღია და დახურული ბაზრობები, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიები, მათ შორის, მოლები იხსნება. თუმცა აღნიშნულმა დაწესებულებებმა გარკვეული გაიდლაინებით უნდა იხელმძღვანელონ. მათ შორის, ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინის მიხედვით, ტანსაცმლის მაღაზიებში გამოსაცვლელი ოთახები არ უქმდება, თუმცა მათ 2 საათში ერთხელ დეზინფექცია უნდა ჩაუტარდეს. აუცილებელია პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და თერმოსკრინინგის ჩატარება.
დავინტერესდით, თუ როგორია ვითარება მეორად მაღაზიებში 1 კვირის თავზე, რამდენად გაზრდილია ფასები, არსებული ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე და რამდენად გაიზარდა ან შემცირდა მომხმარებელთა რაოდენობა.
მოვაჭრეები ჩვენთან საუბრისას პანდემიით გამოწვეულ კრიზისზე საუბრობენ, თუმცა, ფასების გაზრდის მიუხედავად, მათი თქმით, მომხმარებელთა რაოდენობა არ შემცირებულა.