loader

რა ხდება "ტვ პირველში" - ტოვებენ თუ არა არხს წამყვანი სახეები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება "ტვ პირველში" - ტოვებენ თუ არა არხს წამყვანი სახეები

ბოლო დღეებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ტვ პირველს“ ვახო სანაია და ნინო ჟიჟილაშვილი ტოვებენ.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ტვ პირველს“ დიანა ტრაპაიძეც ტოვებს. არსებული ინფორმაციით, მათი წასვლის მიზეზი არხზე ნოდარ მელაძისა და მისი გუნდის მისვლა გახდა. ამას წინ უძღოდა ნინო ჟიჟილაშვილის მიერ არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციიდან გადადგომა. სწორედ ჟიჟილაშვილის მიერ საპასუხისმგებლო თანამდებობის დატოვებას დაემთხვა მელაძის მისვლა. "პალიტრავიდეო" დაინტერესდა, მართლაც ტოვებენ თუ არა წამყვანი სახეები ტელევიზიას, თუმცა, ჩვენი მცდელობის მიუხედავად, არც ჟიჟილაშვილმა, არც სანაიამ, არც მელაძემ და არც ტრაპაიძემ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.