loader

პრობლემების ჩამონათვალი, რომლებიც შესაძლოა, აბიტურიენტებში პირბადის რამდენიმესაათიანმა გამოყენებამ გამოიწვიოს - რას ამბობენ სპეციალისტები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრობლემების ჩამონათვალი, რომლებიც შესაძლოა, აბიტურიენტებში პირბადის რამდენიმესაათიანმა გამოყენებამ გამოიწვიოს - რას ამბობენ სპეციალისტები

ხელების დამუშავებაზე უარის თქმის, სოციალური დისტანციის დარღვევისა და პირბადის არტარების შემთხვევაში, აბიტურიენტებს გაფრთხილებას მისცემენ, ხოლო დარღვევის განმეორების შემთხვევაში, მათ ერთიანი ეროვნული გამოცდებიდან გაათავისუფლებენ.

გამოცდაზე მისულ აბიტურიენტებს პირბადე მთელი დღის განმავლობაში უნდა ეკეთოთ, რეგისტრაციის დაწყებიდან გამოცდის დასრულებამდე.

გადაწყვეტილებას ბევრი ექიმი გამოეხმაურა. ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ აბიტურიენტებს შესაძლოა, ჟანგბადის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნათ. აშშ-ში მოღვაწე ექიმი ზურაბ გურული "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, რომ მაგალითად, პირბადე 95 ჟანგბადის კონცენტრაციას 20%-ით ამცირებს, რამაც შესაძლოა, აზროვნების პროცესი შეაფერხოს.