loader

კრიზისში მყოფი სასტუმროები დასვენებას განახევრებულ ფასად გვთავაზობენ - "ადამიანები, რომლებიც ამ ზაფხულს სასტუმროებს გახსნიან, გმირები არიან" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კრიზისში მყოფი სასტუმროები დასვენებას განახევრებულ ფასად გვთავაზობენ - "ადამიანები, რომლებიც ამ ზაფხულს სასტუმროებს გახსნიან, გმირები არიან"

ალბათ, ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში შეამჩნევდით პრემიუმ-კლასის სასტუმროების არაერთ დასპონსორებულ პოსტს. ეს შესაძლოა იმას უკავშირდებოდეს, რომ ამჟამად მსგავს სასტუმროებში დასვენება საკმაოდ მისაღებ ფასად შეგიძლიათ.
მიუხედავად პანდემიით გამოწვეული კრიზისისა, საქართველოში არსებული სასტუმროები ცდილობენ გამოიყენონ ის შესაძლებლობა, რომ შიდა ტურიზმი აღდგა და მაინც განაახლონ მუშაობა.
სათუოა ის ფაქტი, რამდენად არიან მზად სასტუმროები პანდემიის პირობებში იყვნენ მოგებაზე ორიენტირებულები და რამდენად გაუმკლავდებიან ეკონომიკურ კრიზისს.
ამასთან დაკავშირებით ჩვენ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელს, შალვა ალავერდაშვილს ვესაუბრეთ. ალავერდაშვილი განმარტავს, რომ ის, რასაც სასტუმროების დიდი ნაწილი აკეთებს, ფაქტობრივად, გმირობის ტოლფასია.