კადრი რუსთაველიდან: აქციის მონაწილეებს შორის დისტანციის დასაცავად, ვლადიმერ პუტინის გამოსახულებიანი სტიკერები დააკრეს
17:13 / 20-06-2020
რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეებს შორის დისტანციის დაცვის უზრუნველსაყოფად, სტიკერები დააკრეს. სტიკერებს შორის მანძილი 2-მეტრამდეა. აქციაზე მისული პირები სწორედ მონიშნულ ადგილებზე განთავსდებიან.
ასფალტზე დაკრულ სტიკერებზე გამოსახულია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელსაც სახეზე ნაბიჯები ახატია.