loader

"საქართველოში შარშან ბავშვმა რომ თავი ჩამოიხრჩო, კლასელები დასცინოდნენო, იმ ბავშვის დეიდაა ეს გოგო" - რას წერენ საბერძნეთში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საქართველოში შარშან ბავშვმა რომ თავი ჩამოიხრჩო, კლასელები დასცინოდნენო, იმ ბავშვის დეიდაა ეს გოგო" - რას წერენ საბერძნეთში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის შესახებ

საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები შემდეგი სახის ინფორმაციას აქყვეყნებენ:

"მეგობრებო, სიტუაცია რთულადაა და ჩვენ თქვენი დახმარება გვჭირდება. ათენში გარდაიცვალა ახალგაზრდა გოგონა, ლია ადამაძე. მისი დაკრძალვა ათენში გადაწყვიტეს, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

ფინანსური სახსრების უქონლობის გამო ლიას ოჯახს სჭირდება ჩვენი დახმარება.

1200 ევრო მოითხოვა დამკრძალავმა ბიურომ, ემატება საფლავის ხარჯებიც.

მოგმართავთ თხოვნით, ვისაც რისი საშუალება გექნებათ, ხვალ 12 საათზე წმ. პანტელეიმონის ტაძარში, ათენში, იქნება ორი ქალბატონი, ნესი რობაქიძე და სოფია ბასილაძე. ვისაც გექნებათ დახმარების სურვილი, გთხოვთ, არ დაიშუროთ და რაც შეგიძლიათ, ლიას სახელზე დატოვოთ".

კომენტარებში წერენ, რომ ლია ადამაძე იმ ბავშვის დეიდაა, რომელმაც შარშან თავი ჩამოიხრჩო:

"საქართველოში შარშან ბავშვმა რომ თავი ჩამოიხრჩო, კლასელები დასცინოდნენო, იმ ბავშვის დეიდაა ეს გოგო. საწყალი დედამისი, ჯერ შვილიშვილი, ახლა შვილი, რას უძლებს ადამიანი".