loader

რა ინციდენტი შეემთხვა გუშინ გია სურამელაშვილს რესტორანში - რას ამბობს მომღერლის პროდიუსერი და რას აცხადებენ შსს-ში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ინციდენტი შეემთხვა გუშინ გია სურამელაშვილს რესტორანში - რას ამბობს მომღერლის პროდიუსერი და რას აცხადებენ შსს-ში

გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ გია სურამელაშვილი იმ დროს დააკავეს, როცა მომღერალი საკუთარი პროდიუსერის დაბადების დღეზე რესტორან „მეგრულში" იმყოფებოდა.

„პალიტრავიდეომ“ ინფორმაცია გია სურამელაშვილის პროდიუსერთან, ჯიმი მაქაცარიასთან გადაამოწმა. პროდიუსერი ადასტურებს, რომ პატრულთან მომღერალს სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდა, თუმცა არ დაუკავებიათ. მისი თქმით, ფოტო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, პატრულთან შელაპარაკების მომენტშია გადაღებული.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომღერალი დაკავებული არ არის.


ასევე იხილეთ: გია სურამელაშვილის პირველი კომენტარი პატრულთან მომხდარი ინციდენტის შესახებ: "რა გჭირთ, ხალხო?! ვისა აქვს უფლება, სადმე გადამიყვანოს?!"