loader

"ფრჩხილები მუხლში ჩამარჭო და..." - სააკაშვილი პუტინთან შეხვედრის დეტალებს იხსენებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ფრჩხილები მუხლში ჩამარჭო და..." - სააკაშვილი პუტინთან შეხვედრის დეტალებს იხსენებს

"ფრჩხილები მუხლში ჩამარჭო, თვალი თვალში გამიყარა და ომით დამემუქრა" -  სააკაშვილი პუტინთან შეხვედრის დეტალებს იხსენებს. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ამჟამად უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ გადაცემაში „სტუმრად დიმიტრი გორდონთან“ სხვა პოლიტიკურ თემებთან ერთად რუსეთის პრეზიდენტთან ურთიერთობაზეც ისაუბრა.

ჟურნალისტის "იუთუბ" არხზე მიცემულ ინტერვიუში სააკაშვილმა გაიხსენა, რომ პუტინმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი სარკოზი ხალსტუხში მოქაჩა და მასთან ცნობილი მუქარა - "ერთი ადგილით" დაკიდების შესახებ დააბარა.

სააკაშვილმა წამყვანს უამბო, რომ რუსეთის პრეზიდენტი ხშირად "გამხეცებულია" და გინებასაც არ ერიდება. 

კითხვაზე: ნახავს თუ არა პუტინი ამ ინტერვიუს, სააკაშვილი პასუხობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ყველაფერს უყურებს და შემდეგ შენიშვნებით ურეკავს ხოლმე.

ასევე იხილეთ: "ორ ღამის კლუბში ვიყავით, ფანტანებზეც ვხტუნავდით" - სააკაშვილი ტრამპთან ერთად ბათუმში გატარებულ დროსა და ბერეზოვსკის გაქცეულ საცოლეზე