loader

იოგას ინსტრუქტორის რეკომენდაციები იმუნიტეტის გასაუმჯობესებლად და სტრესთან გასამკლავებლად - იოგა, როგორც COVID-19-ის "დამცავი ფარი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იოგას ინსტრუქტორის რეკომენდაციები იმუნიტეტის გასაუმჯობესებლად და სტრესთან გასამკლავებლად - იოგა, როგორც COVID-19-ის "დამცავი ფარი"

ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის თქმით, იოგა ადამიანებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება.

პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინდოეთის პრაქტიკას არ აქვს საზღვრები და ის მთელ მსოფლიოს ეკუთვნის. მან ასევე დასძინა, რომ იოგას კლასები აძლიერებს არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ფსიქიკურ ჯანმრთელობასაც.

თემასთან დაკავშირებით ჩვენ იოგას ინსტრუქტორს, ზურა ყაზიშვილს ვესაუბრეთ, რომელიც იოგაზე, როგორც იმუნიტეტის გამაძლიერებელ და გონების ჰარმონიისთვის აუცილებელ საშუალებაზე გვესაუბრა.