loader

ბიჭუნას, რომელიც მთელმა საქართველომ შეიყვარა, თირკმლის დონორი სჭირდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბიჭუნას, რომელიც მთელმა საქართველომ შეიყვარა, თირკმლის დონორი სჭირდება

10 წლის ნიკუშა მთელმა საქართველომ 3 წლის წინ გაიცნო და შეიყვარა. რამდენიმეწუთიანი ვიდეო, რომელიც პირველი კლასის გამოსაშვებ ზეიმზე იყო გადაღებული, საკმარისი აღმოჩნდა, რომ ბიჭუნას მთელი საქართველოს გული მოეგო. ნიკუშას იწვევდნენ გადაცემებში სტუმრად, ამზადებდნენ სიუჟეტებს. შეიძლება თამამად ითქვას, რომ იმ დროს ნიკუშა საქართველოში ყველაზე პოპულარული ბავშვი იყო.

მალე ცნობილი გახდა, რომ ნიკუშას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა. ბავშვს ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში დაუდგინეს თირკმლის დაავადება. შემდეგ იყო ურთულესი გზა სიცოცხლისთვის. ნიკუშას ერთი თირკმელი ბებიამ, დედის დედამ გადაუნერგა.

ნიკუშა საავადმყოფოში არაერთხელ მოხვდა. ის მუდმივად გადიოდა მკურნალობის კურსს, იღებდა ათეულობით მედიკამენტს. რამდენიმე თვის წინ კი ნიკუშას ინსულტი განუვითარდა და 3 თვის განმავლობაში ინგოროყვას კლინიკაში აპარატზე იყო შეერთებული. ექიმები ნიკუშას მშობლებს ბავშვის გადარჩენის იმედს ვერ აძლევდნენ.

ოჯახი ეძებს დონორს: სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნიკუშას მამას: - 555 990 900 ზურა