რა ხდებოდა რუსეთში, სადაც პუტინის მიწვევით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. პრეზიდენტები ჩავიდნენ
09:53 / 25-06-2020
მისივე თქმით, აღლუმზე ანატოლი ბიბილოვი პირადად რუსეთის პრეზიდენტმა მიიწვია.
„სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი მოსკოვში სამუშაო შეხვედრებს გამართავს. ასევე, მონაწილეობას მიიღებს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში, რუსი კოლეგის, ვლადიმერ პუტინის მიწვევით“, - განაცხადა გასიევამ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ანატოლი ბიბილოვი რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ ორკვირიან კარანტინს გაივლის.
რუსული მედიის ინფორმაციით, გამარჯვების დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე დასასწრებად რუსეთში ჩავიდა აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანიაც.