loader

ქართული კრიმინალი გერმანიაში - როგორია რეალობა და რა სურათს ხატავდა რუსეთი, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზების პროცესისთვის ზიანი მიეყენებინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართული კრიმინალი გერმანიაში - როგორია რეალობა და რა სურათს ხატავდა რუსეთი, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზების პროცესისთვის ზიანი მიეყენებინა

გერმანულ და ევროპულ პრესაში სტატიები ქართველ კრიმინალებზე პერიოდულად ქვეყნდება. თუმცა განსაკუთრებით საინტერესოა ის, რომ 2016 წელს, როდესაც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხი გადამწყვეტ ფაზაში შედიოდა, გერმანულ პრესაში მსგავსი სახის სტატიების რაოდენობამ იმატა. ზოგიერთი გამოცემა ეჭვქვეშ აყენებდა თავისუფალი სავიზო რეჟიმის მინიჭების აუცილებლობას.

გარკვეულ ეჭვებს ბადებს კონკრეტული გერმანული გამოცემების მხრიდან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესზე თავდასხმები. საკითხში უკეთ გასარკვევად, არის თუ არა შესაძლებლობა ამ სტატიების მიღმა საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნის ინტერესები იკვეთებოდეს, კომენტარის გაკეთება ასოცირების შეთანხმების ექსპერტს, ეკატერინე ქარდავას ვთხოვეთ.