loader

"თანამშრომლები გაშვებული ყავს თავისი ახლობლის ყანების გასათოხნად" - ვიდეო, რის შემდეგაც დასუფთავების სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თანამშრომლები გაშვებული ყავს თავისი ახლობლის ყანების გასათოხნად" - ვიდეო, რის შემდეგაც დასუფთავების სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ავტორი ამტკიცებს, რომ ხარაგაულის დასუფთავების სამსახურის უფროსი საკუთარ თანამშრომლებს აიძულებს, მისი და მისი მეგობრების სასარგებლოდ, მათ კუთვნილ მეურნეობებში იმუშაონ.
"ა.ა.ი.პ ,,დასუფთავება კეთილმოწყობა" დირექტორმა, მძარცველმა თეიმურაზ ფურცელაძემ ჯერ კიდევ ვერ ისწავლა ჭკუა. შარშან და წელს თავისი ყანები დაამუშავებინა თანამშრომლებს, დღეს კი ნაცნობ მეგობრებს ეხმარება, კერძოდ ზარანში ლალი კიკნაძის ყანა ითოხნება.
დღეს სამუშაო დღეა, თანამშრომლები თავიანთი მოვალეობის შესრულების ნაცვლად, დასუფთავების სპეც. და უაზის ტიპის ავტომანქანებით ყავს გაშვებული თავისი ახლობლის ყანების გასათოხნად. ხარაგაულის მუნიციპალიტეტს როგორი მერი, საკრებულოს თავჯდომარე და დეპუტატი ჰყავს, ისეთივეა დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელიც, თემურ ფურცელაძე." - წერს თორნიკე ავალიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: "სოციალურ ქსელში ხარაგაულის საკრებულოს ფრაქცია "ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარემ თორნიკე ავალიშვილმა ვიდეოკადრები გაავრცელა, სადაც ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის თანამშრომლები სამუშაო საათებში არასამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ამავე ა(ა)იპის ბალანსზე მყოფი მაღალი გამავლობის ავტომობილით ფიქსირდებიან.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის ნიკოლოზ თოფურიძის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ "დასუფთავების და კეთილმოწყობის გაერთიანების" დირექტორი, თემურ ფურცელაძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა."

ვიდეო: თორნიკე ავალიშვილი