loader

"მოძალადეებმა გააგრძელეს გიორგი შაქარაშვილის და მისი თანმხლები პირების დევნა" - შსს დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც 19 წლის ფეხბურთელის საქმეზეა ცნობილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მოძალადეებმა გააგრძელეს გიორგი შაქარაშვილის და მისი თანმხლები პირების დევნა" - შსს დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც 19 წლის ფეხბურთელის საქმეზეა ცნობილი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულია 17 პირი.

როგორც მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დასრულებული არ არის და შესაბამისად, უცნობია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი და გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები ყველა შესაძლო ვერსიაზე.

მისივე თქმით, გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ, შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება.