loader

ვიდეოშარჟი: როგორ ჟღერს კალაძის გულშემატკივრების კომენტარები, აპლიკაციით შექმნილი პერსონაჟების გახმოვანებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვიდეოშარჟი: როგორ ჟღერს კალაძის გულშემატკივრების კომენტარები, აპლიკაციით შექმნილი პერსონაჟების გახმოვანებით

ამ ვიდეოშარჟის ავტორი, აპლიკაციით შექმნილი პერსონაჟების დახმარებით ახმოვანებს კახა კალაძის ცნობილ ფეისბუქ-ლაივზე, მერის გულშემატკივრების მიერ დატოვებულ მხარდამჭერ კომენტარებს, თუმცა თბილისის მერის ფეისბუქ-ლაივს მხოლოდ მისი მხარდამჭერების კომენტარები არ მოჰყოლია. 

კალაძის ახალ წამოწყებას, რომლითაც მისი თქმით, ყალბ ახალ ამბებს დაუპირისპირდება, ბევრი გამოხმაურება მოჰყვა.
კრიტიკა არა მხოლოდ თავად ინიციატივამ, არამედ ამ ინიციატივის სარეკლამო ფორმამაც გამოიწვია მას შემდეგ, რაც მის ფეისბუქ-გვერდზე დარეკლამებული პოსტერი გამოჩნდა, რომელიც ტოვებს განცხას, რომ ტელევიზიების ლოგოებს სისხლის წვეთების ეფექტი აქვს დადებული. 

მედიის მიმართ არანაკლებ აგრესიული იყო ის ფრაზაც, რომლითაც კალაძემ მისი ახალი წამოწყება გააცნო 
საზოგადოებას. "ცხვირ-პირში მოხვდება ყველას სიმართლის მუშტი", - ასე მიმართა მერმა მედიას. 

თბილისის მერმა, ინიციატივის საპასუხოდ, საზოგადოების ნაწილისგან და მედიის წარმომადგენლებისგან მიიღო კრიტიკა.
ამასთან, კალაძის წამოწყებას გამოეხმაურა კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის და მერს მოუწოდეს, ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე იფიქროს. "მიგვაჩნია, რომ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან კრიტიკული მედიასაშუალების მისამართით მსგავსი კამპანიის წარმოება არ შეესაბამება დემოკრატიული საზოგადოების მოლოდინებს. უხეშად ეწინააღმდეგება მაღალი თანამდებობის პირთა ეთიკურ ღირებულებებს და პრინციპებს. მით უფრო, როცა არსებობს რისკი წახალისდეს ჟურნალისტების მიმართ აგრესია, სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმა", - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში