"სიცოცხლისთვის საშიშ ადგილას აქვს ჭრილობა მიყენებული" - რა არის ცნობილი გურჯაანში მომხდარ მკვლელობასა და დაჭრაზე
09:56 / 29-06-2020
ადგილობრივების თქმით, რამდენჯერმე სროლის ხმა გაიგეს, რის შედეგადაც დაიჭრა ორი ადამიანი. ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი გურჯაანის "ჯეოჰოსპიტალსის" საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაშია მოთავსებული.
გურჯაანის "ჯეოჰოსპიტალსის" დირექტორის, გელა ორველაშვილის განცხადებით, დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა. მას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.