loader

"მეუბნებოდნენ, ფუ, რა ძროხა ხარ" - რას ჰყვებიან ადამიანები, რომლებიც ჭარბი წონის გამო ჩაგვრას განიცდიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მეუბნებოდნენ, ფუ, რა ძროხა ხარ" - რას ჰყვებიან ადამიანები, რომლებიც ჭარბი წონის გამო ჩაგვრას განიცდიან

ეს 23 წლის ედიტა ქობალიაა. ის ზუგდიდში გაიზარდა და დაიბადა. ამბობს, რომ ჭარბი წონის გამო ბულინგის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა. ედიტა ამას ძალიან განიცდიდა და ყოველნაირ ხერხს მიმართავდა, რომ წონაში მოეკლო, თუმცა უშედეგოდ.
ხშირად მიმართავდნენ უცენზურო სიტყვებითაც. ჭარბი წონის გამო სასურველი სამსახურის მოძებნასაც ვერ ახერხებდა.

ედიტას მსგავსად, წონის პრობლემა ჰქონდა ნინი ბეჭვაიასაც. ისიც არაერთელ ყოფილა ბულინგის მსხვერპლი. იცავდა დიეტას, წონაში იკლებდა, თუმცა ძალიან მალე ისევ იმატებდა. ამბობს, რომ 25 წლის ასაკში დაახლოებით 100 კილოგრამს იწონიდა.
ბოლოს რომ ვერაფერს გახდა, სახლში ჩაიკეტა. არ ეკონტაქტებოდა მეგობრებს, ახლობლებს. ამბობს, რომ ბევრი მნიშვნელოვანი დღე გამოტოვა.
2 წლის წინ ნინიმ გადაწყვიტა, რომ გახდომის მიზნით ოპერაცია უნდა გაეკეთებინა. გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ ყოფილა. შედეგით კმაყოფილია და ფიქრობს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. 2 წელში ნინიმ 50 კილოგრამი მოიკლო და ისევ კლების პროცესშია. ფიქრობს, რომ დაახლოებით, 7 კილოგრამს კიდევ დაიკლებს.

ოპერაციის შემდეგ მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. იპოვა სასურველი სამსახური. აღარ ეშინია გარეთ გამოსვლის, უცხო ადამიანები მისკენ თითს აღარ გაიშვერენ.