loader

როგორ მოქმედებენ დაქირავებული მკვლელები საქართველოში - რეალური ისტორიები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ მოქმედებენ დაქირავებული მკვლელები საქართველოში - რეალური ისტორიები

სულ ახლახან, სუს-ის ინფორმაციით, საქართველოში ქართველი ჟურნალისტის შეკვეთილი მკვლელობა აღკვეთეს, რომლის კვალიც, როგორც ამბობენ, რუსულ სპეცსამსახურებამდე მიდის. მანამდე კი, ამა წლის იანვარში, ასევე სუს-ის კონტრტერორისტულმა ცენტრმა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა თბილისში დაგეგმილი ორი პირის, ძმები ფეიქრიშვილების აფეთქებით მკვლელობა აღკვეთეს. თუმცა მსგავსად ყველას არ უმართლებს და ხშირად შემკვეთებს შეკვეთა ბოლომდე მიჰყავთ. გავიხსენოთ მკვლელობები ჩვენი უახლესი ისტორიიდან, რომელთა ხელწერა შეკვეთილ მკვლელობას ჰგავს და მათ უმრავლესობას, როგორც წესი, გახსნა არ უწერია.

სამწუხაროდ, შეკვეთილი მკვლელობის უმრავლესობა იმთავითვე გაუხსნელ საქმეთა კატეგორიაში გადაინაცვლებს. ქილერის იდენტიფიცირება და შემდგომ მკვლელობის შემკვეთის გამოვლენა ძნელია. არცთუ იშვიათად დავალების შესრულების შემდგომ ქილერსაც თავიდან იცილებენ. ეს საუკეთესო გამოსავალია არასასურველი მოწმის თავიდან მოსაშორებლად. როგორც წესი, პროფესიონალი ქილერი კვალს არ ტოვებს. ზოგჯერ მკვლელობა იგეგმება და შესრულდება ისე, რომ ყოველგვარი ნიშნით თვითმკვლელობას ჰგავს და კვალს ურევს სამართალდამცველებს.