loader

პანდემიიდან ჩვეულ ცხოვრებასთან დაბრუნების სირთულეები - როგორ აიხსნება შფოთვა და შიში და როგორ ვებრძოლოთ მათ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პანდემიიდან ჩვეულ ცხოვრებასთან დაბრუნების სირთულეები - როგორ აიხსნება შფოთვა და შიში და როგორ ვებრძოლოთ მათ?

მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება მთელ მსოფლიოში, საგანგებო მდგომარეობა, 3-თვიანი თვითიზოლაცია, სასწავლო, სამსახურებრივ თუ გასართობ სივრცეებზე წვდომის და შესაბამისად, სოციალიზაციის შეზღუდულობა - ამ ყველაფრის ერთობლიობა ზოგი ადამიანისთვის თავს სწორედ მათი დასრულების შემდეგ იჩენს.
პანდემიამ და მისმა თანმდევმა ცვლილებებმა ადამიანებზე სხვადასხვა გავლენა იქონია - ზოგს ერთი სული ჰქონდა, გარეთ გასვლის შესაძლებლობა როდის მიეცემოდა, ზოგმა კი პირიქით, თავდაჯერება დაკარგა.
ვირუსით დაინფიცირების შიშის გარდა, ახლა, ანუ მაშინ, როდესაც მანამდე ჩვეულ ცხოვრებას ვუბრუნდებით, შესაძლოა, შფოთვამ, ნერვიულობამ და სხვა მსგავსმა ნეგატიურმა შეგრძნებებმა მოგვიცვას. შიში შეიძლება უკავშირდებოდეს ისეთ ქმედებებთან დაბრუნებასაც, როგორიც მაგალითად, ავტომობილის მართვაა.


ავტორი: ეკა აბაშიძე