loader

რას ამბობს ადვოკატი, რომელსაც გამოძიებამ შეცდომით პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა მიაწოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს ადვოკატი, რომელსაც გამოძიებამ შეცდომით პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა მიაწოდა

გიორგი შაქარაშვილის საქმის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი, რომელსაც გამოძიებამ შეცდომით პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა მიაწოდა.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად, ერთ-ერთი ფიგურანტი პირის მობილურ ტელეფონში შენახული აღმოჩნდა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია.

როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნულის გამო 2020 წლის 9 ივლისს ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის შესაძლო უკანონო მოპოვებისა და შენახვის ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით.