loader

მამაჩემი, რომელიც მთელი ცხოვრება დღეს და ღამეს ასწორებს პატიოსანი შრომით, ბატონმა გვარამიამ გამოიყვანა გარდაცვლილი ბავშვის "გვამის გადამზიდად" - რას წერს თეთრი მიკროავტობუსის მძღოლის შვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამაჩემი, რომელიც მთელი ცხოვრება დღეს და ღამეს ასწორებს პატიოსანი შრომით, ბატონმა გვარამიამ გამოიყვანა გარდაცვლილი ბავშვის "გვამის გადამზიდად" - რას წერს თეთრი მიკროავტობუსის მძღოლის შვილი

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ცოტა ხნის წინ ლაშა ლურსმანაშვილი გამოჰკითხეს.
პირი, რომელიც შაქარაშვილის გაუჩინარების ღამეს მის მეგობარ გური ამირხანაშვილს დიდუბეში შეხვდა, აცხადებს, რომ ახალგაზრდას არ იცნობს. მიკროავტობუსის მძღოლი, რომლიდანაც ლაშა ლურსმანაშვილი გადმოდის, ქუთაისი-თბილისის რეისს წლებია ასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას აღნიშნული მიკროავტობუსის მძღოლის შვილი "ფეისბუქზე" ავრცელებს.

"ორი ძალიან სტრესული და გაუგებარი დღე, როგორც იქნა, დასრულდა. დარწმუნებული ვარ, ყველამ ბევრჯერ ნახეთ "მთავარი არხის" რეპორტაჟი, კერძოდ, ნიკა გვარამიას განცხადებები, სადაც გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ახალ "სკანდალურ" დეტალებზე საუბრობს.

ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის ჩვენს ქვეყანაში და მათ შორის ჩემთვისაც (ამ კონკრეტულ შემთხვევამდე) "მთავარი არხი" ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი მთავარი წყაროა.

ბევრ ადამიანს დღემდე ღრმად სჯერა და სწამს იმის, რასაც კონკრეტულ არხზე, კონკრეტულ გადაცემებში ამბობენ. სწორედ ამიტომ ვწერ ახლა ამ პოსტს, რომ ჩემის მხრივ, ჩემს მეგობრებს მაინც გაგაგებინოთ სიმართლე." - წერს გოგონა.