აქეთაც ახალგაზრდები არიან, ბოლომდე ხომ არ უნდა გავწიროთ?! დააშავა? - პასუხი უნდა აგოს, მაგრამ... - მეუფე იაკობი შაქარაშვილის საქმეზე
ვინც ჩაიდინა, ვაჟკაცობა უნდა ჰქონდეს და გამოვიდეს, - ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ვინც დანაშაული ჩაიდინა, პასუხი უნდა აგოს, თუმცა „ახალგაზრდებს ბოლომდე ვერ გავწირავთ“.
ბოდბელი ეპისკოპოსის განცხადებით, ვერ ამჩნევს, რომ პროკურატურა ან შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ვინმეს ხელს აფარებდეს.
როგორც მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს განუცხადა, დავით სარალიძის მკვლელობის ამბავმა აჩვენა, რომ არაფერი ჩაიფარცხება.