კადრები რუსთავიდან, სადაც ხარი 4 და 6 წლის ბავშვებს მივარდა და შუახნის ქალს დაეჯახა, რომელსაც 10 თვის შვილიშვილი ეჭირა
15:57 / 13-07-2020
მანამდე პირუტყვი რჩულიშვილის ქუჩაზე შუახნის ქალს დაეჯახა, რომელსაც ხელში 10 თვის შვილიშვილი ეჭირა. შეჯახების შემდეგ ბავშვი დაბლა დავარდა. ოჯახის წევრებმა ბავშვი ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა გელაშვილმა "ინფო რუსთავს" განუცხადა რომ 4 წლის ბიჭუნას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო 10 თვის ბავშვს ამ ეტაპზე უტარდება შესაბამისი სამედიცინო კვლევები. ზედაპირული დათვალიერებით, მას დაზიანებები არ აღენიშნებოდა.
არსებული ინფორმაციით, ხარი ერთ-ერთი ფერმიდან გამოიქცა და ქუჩაში აგრესიულად დარბოდა. ინფორმაციას და კადრებს "ინფო რუსთავი" ავრცელებს.