loader

რატომ უტევს თეთრი სახლი და დონალდ ტრამპი ენტონი ფაუჩის - ვის უფრო ენდობა მოსახლეობა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ უტევს თეთრი სახლი და დონალდ ტრამპი ენტონი ფაუჩის - ვის უფრო ენდობა მოსახლეობა?

ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელს, ენტონი ფაუჩის თეთრი სახლი უტევს. თეთრი სახლის წარმომადგენელმა შაბათს გაკეთებულ განცხადებაში "სი-ენ-ენს" უთხრა: "თეთრი სახლის ზოგიერთი თანამდებობის პირი შეშფოთებულია იმის გამო, თუ რამდენჯერ ცდებოდა დოქტორი ფაუჩი რაღაცებთან დაკავშირებით". მანვე დიდი სია ჩამოთვალა და მოიყვანა ფაუჩის იმ კომენტარების ციტირება, რომლებიც ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანმა ინფექციონისტმა პანდემიის დასაწყისში გააკეთა.

მათ შორის, გაიხსენა ის, თუ დასაწყისში როგორ უმნიშვნელოდ წარმოაჩინა ვირუსი ფაუჩიმ და ასევე, მარტში გაკეთებული განცხადება: "ხალხმა ქუჩაში პირბადეებით არ უნდა იაროს".

თეთრი სახლიდან ეს ნაბიჯი - ფაუჩის გაკრიტიკება, იმის ფონზე ხდება, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ფაუჩი არ კონტაქტობენ. მათ შორის დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც ისინი ერთმანეთს ინტერვიუებითა და განცხადებებით ექიშპებოდნენ.

ინტერვიუებში ფაუჩი რამდენჯერმე ღიად არ დაეთანხმა ტრამპს.



ავტორი: ეკა აბაშიძე