loader

როგორ ველაპარაკოთ რუსეთს - საქართველო ანტისაოკუპაციო სტრატეგიის გარეშე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ ველაპარაკოთ რუსეთს - საქართველო ანტისაოკუპაციო სტრატეგიის გარეშე

რუსეთი ოკუპანტია, თუმცა აქვს კი საქართველოს სახელმწიფოს , ან თუ გნებავთ ჩვენ, საზოგადოებას ჩამოყალიბებული, თუ როგორი უნდა იყოს აგრესიულად განწყობილი სახელმწიფოს მიმართ რაიმე ერთიანი სტრატეგია. უნდა არსებობდეს თუ არა რაიმე ტიპის წითელი, დეკლარირებული ხაზები ამ ქვეყანასთან ეკონომიკური , სტრატეგიული, საგარეო, თუ კულტურული ურთიერთობები. თემა პერიოდულად აქტუალური ხდება ჩვენს საზოგადოებაში. ასე მოხდა ახლაც, მას შემდეგ, რაც საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია რუსეთის ნაკრებს, ცსკა-ს შეუერთდა, რამაც საზოგადოების მხრიდან უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.
აღნიშნულს არა ერთი სფეროს წარმომადგენელი გამოეხმაურა, მათ შორისაა ფეხბურთელი შოთა არველაძეც, რომლის მტკიცებით მნიშვნელოვანია საზოგადოება ჩამოყალიბდეს თუ რაზე უნდა ჰქონდეს მას უარყოფითი რეაქცია და რაზე არა.
თორნიკე შენგელიას ამ გადაწყვეტილებაზე და საზოგადოების არაერთგვაროვან რეაქციაზე ჩვენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილ სახელწმიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილს ვესაუბრეთ. ზაქარეიშვილი იმ ზღვარზე საუბრობს, რაც მთავრობამ და საზოგადოებამ უნდა დაიცვას, როდესაც საკითხი მსგავს სენსიტიურ საკითხს ეხება.