loader

ვიდეოს ავტორის მტკიცებით, ჩხრეკის დროს პოლიციელმა მოქალაქეს ნარკოტიკული საშუალება "ჩაუდო" - რას აცხადებენ შსს-ში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვიდეოს ავტორის მტკიცებით, ჩხრეკის დროს პოლიციელმა მოქალაქეს ნარკოტიკული საშუალება "ჩაუდო" - რას აცხადებენ შსს-ში?

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომლის ავტორი ამტკიცებს, რომ მარნეულის სოფელ არაფლოში, ერთ-ერთ სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს, პოლიციელმა მოქალაქეს ნარკოტიკული საშუალება "ჩაუდო".

ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, სამართალდამცველები მოსამართლის განჩინების საფუძველზე საგამოძიებო მოქმედება-ჩხრეკას ატარებდნენ.

უწყების ინფორმაციით, მოსახლეობამ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში პოლიციას ხელი შეუშალა.

"სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე სამართალდამცავები ატარებდნენ საგამოძიებო მოქმედება-ჩხრეკას, ადგილზე შეკრებილმა მოსახლეობამ პოლიციას ხელი შეუშალა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში.

ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე და 381 მუხლის პირველი ნაწილით",- აცხადებენ შსს-ში.

ვიდეო: Rashan Ziadaliev