loader

კადრებში ჩანს, ქალი, რომელმაც ქუთაისში ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა თავის მეგობარ ქალს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრებში ჩანს, ქალი, რომელმაც ქუთაისში ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა თავის მეგობარ ქალს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა

პოლიციამ ქუთაისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დაკავებულია ქალი, რომელმაც თავის მეგობარ ახალგაზრდა ქალს სტუმრად ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და ადგილიდან მიიმალა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული ბ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.