loader

"დღეს ტანსაცმელზე მყავდა, კივილი თუ გესმოდათ, ეს მე ვიყავი" - თბილისის 3 უბანი, სადაც ამ პრობლემაზე ბოლო დღეებში აქტიურად საუბრობენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დღეს ტანსაცმელზე მყავდა, კივილი თუ გესმოდათ, ეს მე ვიყავი" - თბილისის 3 უბანი, სადაც ამ პრობლემაზე ბოლო დღეებში აქტიურად საუბრობენ

მუხიანის შემდეგ იტალიური კალია წეროვანშიც დიდი რაოდენობით გამოჩნდა. კალია საფრთხეს უქმნის მოსავალს და საცხოვრებელ გარემოს. ეს მწერები დაახლოებით, თავაანთი სხეულის წონის საკვებს მოიხმარენ ყოველდღიურად. კალიები ძალიან სწრაფად მრავლდებიან. მაღალი რისკის მავნებელი დაფრინავს და 1000 კილომეტრზე შეუძლია გადაადგილება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იტალიური კალია კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებშია გავრცელებული. ამ რეგიონებში შეწამვლითი სამუშაოები მაისის თვიდან მიმდინარეობს და კალიის საწინააღმდეგოდ 35 000 ჰექტარია დამუშავებული.