loader

"არამგონია, სუს-ი "ტროლების ქარხანას" ესხმოდეს თავს - რა კომენტარს აკეთებს "ზეგ"-ის მეზობლად არსებული კომპანიის თანამშრომელი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არამგონია, სუს-ი "ტროლების ქარხანას" ესხმოდეს თავს - რა კომენტარს აკეთებს "ზეგ"-ის მეზობლად არსებული კომპანიის თანამშრომელი

კომპანია "ზეგი"-დან, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, სამართალდამცავებმა კომპიუტერები ამოიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელები საგამოძიებო მოქმედებებს კომპანიის ოფისში გვიან ღამემდე ატარებდნენ.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, პოლიცია შევიდა და სამუშაოები მიმდინარეობდა მეორე კომპანიაშიც, რომელშიც ბაჩალიაშვილი მუშაობდა.
თამარ ბაჩალიაშვილი კომპანია "ზეგ"-ში პროგრამისტის პოზიციაზე იყო დასაქმებული, რომელიც "აუთსორსზე" მუშაობდა.

ცნობისათვის, ფონიჭალაში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი გუშინ იპოვეს. ახალგაზრდა გოგო თეთრიწყაროს ტყესთან, ავტომანქანაში ნახეს გარდაცვლილი.