loader

"ხალხი არა ხართ?! 14 წლის შვილი დავკარგე... რა სისხლი გაქვთ?!" - შვილმკვდარი მამის ემოციური მიმართვა სამართალდამცველებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხალხი არა ხართ?! 14 წლის შვილი დავკარგე... რა სისხლი გაქვთ?!" - შვილმკვდარი მამის ემოციური მიმართვა სამართალდამცველებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე შს მინისტრთან ვახტანგ გომელაურთან შეხვედრას ითხოვენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, თუკი უახლოესი ნახევარი საათის განმავლობაში მათ მინისტრი არ შეხვდება, საავტომობილო გზას გადაკეტავენ.

აქცია შს სამინისტროსთან ცოტა ხნის წინ დაიწყო. აქციის მონაწილეები ბოლო პერიოდში მომხდარი გახმაურებული საქმეების ეფექტურ გამოძიებას ითხოვენ. ასევე სოლიდარობას უცხადებენ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.

როგორც "სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის" ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა აცხადებს, შს მინისტრს მორალური უფლება არ აქვს, რომ თანამდებობაზე იყოს და ის უნდა გადადგეს.

ასევე იხილეთ: გომელაურთან მინდა შეხვედრა... ჩაიწერეს ნომერი და მითხრეს: დაგირეკავენ და შეგხვდებაო - აქციის მონაწილე