loader

"მინდა მივიპყრო ქართველების ყურადღება..." - აზერბაიჯანელი და სომეხი დეპუტატები შეიარაღებულ დაპირისპირებაზე, რომელიც საქართველოდან 55 კმ-ში მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მინდა მივიპყრო ქართველების ყურადღება..." - აზერბაიჯანელი და სომეხი დეპუტატები შეიარაღებულ დაპირისპირებაზე, რომელიც საქართველოდან 55 კმ-ში მიმდინარეობს

ამ თემით დაინტერესებულთათვის: რა ზიანს მიაყენებს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება ქართულ ეკონომიკას და რა გეოპოლიტიკური მნიშვნელობისაა ტერიტორია, სადაც შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობს

12 ივლისს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სამხედროებს შორის დაპირისპირება მოხდა. თუმცა, ამჯერად დაპირისპირების არეალი არა მთიანი ყარაბაღი, არამედ ტოვუზის რაიონია.
სროლის პროვოცირებაში აზერბაიჯანი სომხეთს ადანაშაულებს, სომხეთი კი - აზერბაიჯანს. შეტაკებებმა მსხვერპლი მოიტანა. დაღუპულთა შორის ჯარისკაცების გარდა, ოფიცრებიც არიან.
საერთაშორისო თანამეგრობის მიერ გაკეთებული არა ერთი მოწოდების მიუხედავად, ჯერ-ჯერობით არც ერთი მხარე არ აპირებს დათმობაზე წასვლას და ცეცხლის შეწყვეტას.
საზღვარზე მომხდარ ორმხრივ სროლას ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარიც გამოეხმაურა. კლაარი მომხდარის გამო შეშფოთებას გამოტქვანს.