სულ ამ სოფელში არის 23 შემთხვევა, ხოლო გარდაბნის მუნიციპალიტეტში ჯამურად 43 - შოთა რეხვიაშვილი ყარაჯალარის ჩაკეტვაზე
14:01 / 24-07-2020
"ჩაიკეტა ამ ეტაპზე სოფელი ყარაჯალარი და იმედია, შემდგომი გამკაცრების საფუძველი არ გვექნება. ყარაჯალარი ჩაიკეტა იმდენად, რამდენადაც აქ უფრო მეტი მასშტაბია დაავადების გავრცელების. გუშინდელი ანალიზებიდან კიდევ 4 ფაქტი დაგვემატა. სულ ამ სოფელში არის 23 შემთხვევა, ხოლო გარდაბნის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში ჯამურად 43 შემთხვევა დაფიქსირდა", - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.